Facebook Twitter RSS Delicious

შეთანხმების პირობები

შეთანხმების პირობები

 

1. ზოგადი ნაწილი

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს ელექტრონული ვებ-გვერდის Laterna.ge-ს სარგებლობის წესებს. საიტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას; ინტერნეტ-მაღაზია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში.

 

2. საქონლის შესახებ

საიტზე განთავსებულ საქონლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს საიტის ადმინისტრაციას. (2 66 21 27)

გარეკანის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის მიერ არჩეული საქონლის რეალური ფერისგან. ასევე საიტზე განთავსებული წიგნის გარეკანის დიზაინი რიგ შემთხვევაში შეიძლება არ ემთხვეოდეს რეალურ გარეკანს, რაც გამოწვეული იყოს გამომცემლობის მიერ  რეპრინტის შემდგომ ცვლილების გამო.

 

3. ინფორმაციის განახლება

მომხმარებელს აქვს საშუალება განაახლოს ან / და დააკორექტოროს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია ვებ გვერდზე საკუთარი პროფაილის კორექტირებით.

 

4. ინფორმაციის უსაფრთხოება

მომხმარებლის მიერ პირად ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ პაროლის საშუალებით. უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელმა არ უნდა გაუზიაროს არავის საკუთარი პაროლი. შესაბამისად, სისტემა არ არის პასუხისმგებელი, თუ მესამე პირების მიერ განხორციელდა მომხმარებლების პირად მონაცმებზე არასანქცირებული წვდომა.

სატის ადმინისტრაციის მიერ არ განხორციელდება პირადი ინფორმაციის ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის  გაზიარება.

 

5. შეძენის წესი

მყიდველს შეუძლია შეუკვეთოს საიტზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქცია. საქონლის შეძენის დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საქონლის მიუწვდომლობის შეთხვევაში მყიდველს დაუყოვნებლივ ეგზავნება შეტყობინება შეკვეთის გაუქმების შესახებ საიტის ადმინისტრაციის მიერ.

 

6. მიწოდების პირობები

 

თბილისის მასშტაბით 29 ლარზე ნაკლები ღირებულების  საქონლის შეძენის შემთხვევაში ადგილზე მიტანის ღირებულება შეადგენს 3 ლარს. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 29 ლარს, მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ საქონლის ღირებულებას.

რაიონში წიგნის მიტანის ღირებულება არის 10 ლარი. 

თბილისში მიწოდება ხდება ადგილზე მიტანით. ასევე რეგიონებშიც.

პოლიგრაფიული (ან სხვა ტიპის) წუნის აღმოჩენის შემთხევაში თქვენ უნდა დააფიქსიროთ კურიერთან აღმოჩენილი ხარვეზი და უნაკლო წიგნი მოგეწოდებათ 10 სამუშაო დღეში.

მიწოდების ვადები:

თბილისის შემთხვევაში - სამუშაო დღეებში 16:00 სთ-მდე გაკეთებული შეკვეთა მოგეწოდებათ მეორე დღეს. 16:00 სთ-ის შემდეგ დაფიქსირებული შეკვეთა გადავა შემდეგი დღისაში და მოგეწოდებათ მესამე დღის განმავლობაში; გაითვალისწინეთ!!! პარასკევს 16:00 -მდე გაკეთებული შეკვეთები მოგეწოდებათ ორშაბათს. ხოლო შაბათ-კვირას გაკეთებული - სამშაბათს. 

რეგიონების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და მოგაწოდებთ ინფორმაციას ინდივიდუალურად.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეძენა ხდება მხოლოდ საბარათე სისტემით (უნაღდო ანგარიშსწორებით)

 

Facebook  - https://www.facebook.com/laternabooks

Mail - laternabooks@gmail.com

 

7. საქონლის ფასი

ფასი საიტზე მითითებულია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით.

© 2011 - 2020 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია