Facebook Twitter RSS Delicious

შეძენის წესი / ინსტრუქცია

 

მყიდველს შეუძლია შეუკვეთოს საიტზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქცია. 

შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ საიტზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 555 180 204; 577 14 63 63

როგორ შევიძინოთ წიგნი: ინსტრუქცია


პირველი ეტაპი: საიტზე შესვლა

laterna.ge-ზე წიგნის შესაძენად საჭიროა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე. საქონლის შეძენა შესაძლებელია პლასტიკური (visa ან mastercard) ბარათებით ასევე ხელზე გადახდით, ამ შემთხვევაში მომხმარებელი თავად ირჩევს მისთვის მისაღებ გადახდის მეთოდს. (გაითვალისწინეთ!!!  ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ბარათით გადახდა)

საიტზე დასარეგისტრირებლად უნდა დააჭიროთ ვებ-გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკს: "რეგისტრაცია". გამოტანილი ველების შევსების შემდეგ (მომხმარებელი, სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, პაროლი. გაითვალისწინეთ!!! ველები "მომხმარებელი" და "სახელი" უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, უმჯობესია "მომხმარებელი" ასოებთან ერთად შეიცავდეს ციფრებსაც. ასევე პაროლიც)  დააჭიროთ ღილაკს: "რეგისტრაცია". გამოჩნდება წარწერა:

 

 რეგისტრაციის გავლის შემდეგ ვებ-გვერდზე შესასვლელად, მომხმარებელმა უნდა გაიაროს "ავტორიზაცია"(გაითვალისწინეთ!!! ავტორიზაციას ვერ გაივლით მეილიდან გადასულ ბმულზე. თავიდან უნდა გახსნათ საიტი laterna.ge): ეს ბლოკი განკუთვნილია უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლების ვებ-გვერდზე  შესასვლელად. ამისათვის მომხმარებლის ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი სახელი, რომლითაც დარეგისტრირდით ამ საიტზე, ხოლო "პაროლის" ველში, ის პაროლი, რომელიც აირჩიეთ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას.

 




მეორე ეტაპი: წიგნების არჩევა

ვებ-გვერდის მარცხენა სვეტში მდებარე წიგნების კატეგორიებიდან გადადით თქვენთვის სასურველი  კატეგორიის გვერდზე. გამოვა წიგნების ჩამონათვალი, რომლიდანაც უნდა აირჩიოთ ის წიგნი, რომლის ყიდვაც გსურთ და დააჭირეთ ღილაკს: "კალათაში დამატება", რითაც შერჩეული წიგნი მოთავსდება თქვენს კალათაში. გაითვალისწინეთ!!! ერთი და იგივე დასახელების წიგნის ერთზე მეტი რაოდენობის შეკვეთის შემთხვევაში დაგვიკავშირდით წინასწარ!!!

კალათა ჩანს მარჯვენა კუთხეში მდებარე ბლოკში "თქვენი კალათა". კალათაში გამოტანილია წიგნების დასახელება, მათი ფასი და შერჩეული წიგნების მთლიანი ჯამური ფასი. ამის შემდეგ შესაძლებელია გადახვიდეთ სხვა კატეგორიებში და შეარჩიოთ სხვა წიგნებიც, რომელთაც ანალოგიურად, დაამატებთ თქვენს კალათაში. 

დაიმახსოვრეთ:

წიგნის კალათაში დამატება არ გულისხმობს, რომ თქვენ შეიძინეთ წიგნები და შეკვეთა მიღებულია.

მესამე ეტაპი: შესყიდვის განხორციელება

მას შემდეგ რაც შეარჩევთ წიგნებს, უნდა განახორციელოთ შესყიდვა. შესყიდვა ხდება შემდეგნაირად: შედიხართ "თქვენს კალათაში", სადაც ჩამოთვლილია შერჩეული წიგნები, მათი რაოდენობა და ფასი. შემდეგ შგხვდებათ ველი "მიუთითეთ ქალაქი", სადაც თბილისში გამოწერის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მონიშნოთ ქალაქი თბილისი პირველივე გრაფაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა შეკვეთის მისამართს აღიქვამს, როგორც რეგიონისას და დაგიმატებთ რეგიონის ღირებულებას.  შემდეგ ველებში შეგიძლიათ მონიშნოთ გსურთ თუ არა, ადგილზე მიტანის სერვისი, გადახდის რა მეთოდს ირჩევთ და ა.შ... ასევე აუცილებლად შესავსები ველებია: "სახელი, გვარი", პირადობის მოწმობის პირადი ნომერი, "მიწოდების ადგილის სრული მისამართი" და "საკონტაქტო ნომერი."

"მისამართში" მიუთითეთ ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი მაქსიმალურად დეტალურად. ველში ჩაწერეთ საკონტაქტო ნომერი, რათა კურიერმა დროულად მოახერხოს თქვენთან დაკავშირება და პროდუქციის მოწოდება (იხ. ფოტო).

 



ველების შევსების შემდეგ დააწექით ღილაკს "შეკვეთა". თქვენ გადახვალთ "შეკვეთების ისტორიის" გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოთ გადახდა. ხელზე გადახდის მომსახურება ამ ეტაპზე შეჩერებულია, გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ბარათით საიტზე.(კურიერთან არა!!) ბარათით გადახდის შემთხვევაში  გადახვალთ pay.ge-ის ვებ-გვერდზე, სადაც შესაძლებელია მიუთითოთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი (იხ. ფოტო):

 



ამის შემდეგ გაიხსნება ფორმა, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები: ბარათის 16-ნიშნა ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა (თვე და წელი), და ბარათის 3-ნიშნა უსაფრთხოების კოდი (ბარათის უკანა მხარეს არსებული ციფრებიდან ბოლო სამი ციფრი). ამის შემდეგ აჭერთ ღილაკს "გადახდა", რის შემდეგაც გამოვა შეტყობინება, წარმატებით განხორციელდა თუ არა შეკვეთა.

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათით (მხოლოდ ქართულით). საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ლიბერთი ბანკის უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. 

საქონლის მიუწვდომლობის შეთხვევაში მყიდველს დაუყოვნებლივ ეგზავნება შეტყობინება შეკვეთის გაუქმების შესახებ საიტის ადმინისტრაციის მიერ.

© 2011 - 2024 "ლატერნა" - ყველა უფლება დაცულია